თავში

ინდოეთში ვირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა

ინდოეთში ვირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა
ინდოეთში ვირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა

ინდოეთში ვირუსის ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რომელშიც კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა. ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ კავშირს ვირუსის ახალი სახეობასა ინფიცირების შემთხვევების გარკვეულ შტატებში სწრაფ ზრდას შორის.

ინდოეთში კორონავირუსის ბრიტანულმა, ბრაზილიურმა და სამხრეთაფრიკულმა შტამმა ერთდროულად შეაღწია, რომლებიც უკვე ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირდა. ვირუსის მუტირებული სახეობა 400 ადამიანს გამოუვლინდა. აქედან 158 ადამიანი ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაავადდა. ჯანდაცვის უწყების გაცხადებით, ქვეყნაში კორონავირუსის ამ შტამების განმეორებით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ინდოეთი კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 160 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system