თავში

ინდოეთში ვითარება მძიმდება

​ინდოეთში ვითარება მძიმდება
ინდოეთში ვითარება მძიმდება

ინდოეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 362 727 პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 23.7 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ 4 120 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი 258 317 გაიზარდა.

სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ექსპერტები შიშობენ, რომ ინდოეთში პანდემიის შეჩერება "ნელი და მტკივნეული პროცესი" იქნება. კორონავირუსის დამარცხების მთავარ გზად ეპიდემიოლოგები ვაქცინაციას ასახელებენ. ამ დროისათვის ინდოეთში კორონავირუსზე სრულად ინფიცირებულთა რიცხვი 31.5 მილიონს აჭარბებს.

ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ.

ამასთან, ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,771 იყო, მაგრამ ექსპერტები უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუარესებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system