თავში

ინდოეთში ჟანგბადის უკმარისობის გამო, 15 კოვიდ პაციენტი დაიღუპა

ინდოეთში ჟანგბადის უკმარისობის გამო, 15 კოვიდ პაციენტი დაიღუპა
ინდოეთში ჟანგბადის უკმარისობის გამო, 15 კოვიდ პაციენტი დაიღუპა

ინდოეთში, გოას სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის (GMCH) საავადმყოფოში, ჟანგბადის უკმარისობის გამო  კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი დაიღუპა.

ცნობილია, რომ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი ჟანგბადის მომარაგების სისტემაში წნევის ვარდნა გახდა. ეს გამოწვეული იყო კლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხებით. სისტემაში წნევა 20 წუთში აღდგა, მაგრამ 15 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, 11 მაისს, GMCH ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 26 პაციენტი ჟანგბადის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. გოას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება ჟანგბადის დეფიციტს არ განიცდის და მისი მომარაგების შეფერხების მიზეზი ლოგისტიკური პრობლემები იყო, კლინიკას ჟანგბადის ბალონები დროულად არ მიეწოდება.

ინციდენტის შემდეგ, გოას უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენლებმა გარდაცვლილი პაციენტების ნათესავებს ბოდიში მოუხადეს და დასძინეს, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system