თავში

ინდონეზია გვალვისთვის ემზადება

​ინდონეზია გვალვისთვის ემზადება
ინდონეზია გვალვისთვის ემზადება

ინდონეზიის ხელისუფლება ქვეყნის 4 სამხრეთ პროვინციას გვალვის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაცია კატასტროფების მართვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

გვალვა მოსალოდნელია შემდეგ პროვინციებში: აღმოსავლეთ იავა, ბალი, დასავლეთ ნუსა-თენგარა, აღმოსავლეთ ნუსა-თენგარა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ის 20 დღეს გაგრძელდება.

ამ პერიოდში სპეციალისტები შიდა და სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების შემცირებას, ასევე ტყის ხანძრებს პროგნოზირებენ.

ამასთან, ინდონეზიის უმეტეს ნაწილში სექტემბრიდან ნოემბრამდე წვიმების სეზონია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system