
ინდონეზიის მთავრობამ ტყეებში ცეცხლთან საბრძოლველად მაშველების და თვითმფრინავების რიცხვი გაზარდა. ამის მიზეზი სამხრეთ აზიის თავზე გავრცელებული მომწამვლავი კვამლი გახდა.
ქვეყნის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს თქმით, 9000 მეხანძრეს კიდევ 5,600 დაემატა. 52-მა ვერტმფრენმა ხანძრის ლოკალიზებისთვის 263 მილიონ ლიტრზე მეტი წყალი და 164 ტონა მარილი გამოიყენა.
6 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხანძარმა ქვეყნის ტერიტორიაზე 328,700 ჰექტარი ტყე გაანადგურა.
ანი იმედაძე
ავტორი