
სამხრეთ აზიის ქვეყანაში, ინდონეზიაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 53 წლის ქალი იყო. ამის შესახებ, დღეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ახმად იურიანტომ განაცხადა.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, საავადმყოფოში გადაყვანისას, უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო. მის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილი არ არის რომელ ქალაქში ან საავადმყოფოში დაფიქსირდა მისი სიკვდილი.
ინდონეზიაში, ამ დროისთვის კორონავირუსით 26 ადამიანია დაინფიცირებული.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბელგიაშიც.
გარდაცვლილი 90 წლის მამაკაცია, რომელიც ბრიუსელის საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყანაში დღეისათვის 267 ინფიცირებულია. ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ანი იმედაძე
ავტორი