თავში

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას 35 ადამიანი ემსხვერპლა - PHOTO - განახლებულია

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას 35 ადამიანი ემსხვერპლა - PHOTO
ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას 35 ადამიანი ემსხვერპლა - PHOTO - განახლებულია

ინდონეზიაში კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპუპთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი დაშავებულია. მეტეოროლოგიური სამსახურები მოსახლეობას "აფტერშოკების" შესახებ აფრთხილებს. 

-09:21-

ინდონეზიაში კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 26 და დაშავდა ასობით ადამიანი. დანგრეულია შენობა-ნაგებობები.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ მაჯენის სიახლოვეს, დედამიწის ზედაპირიდან ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიამ მაჯენიში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 637-მდე პირი. სამი ადამიანი დაიღუპა მეზობელ მამუჯუს რაიონში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხე არ წარმოშობილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system