თავში

ინდონეზიაში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაკვლიეს

ინდონეზიაში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაკვლიეს
ინდონეზიაში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაკვლიეს

ფსკერის სკანირებისას ინდონეზიურმა საძიებო სისტემებმა 21 აპრილს გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

გამოცემის ცნობით, წყალქვეშა ნავს დაახლოებით 850 მ სიღრმეზე მიაკვლიეს.

ამჟამად ეკიპაჟის შესაძლოა გადარჩენილი  წევრების ევაკუაცია იგეგმება.

ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი 21 აპრილს გაუჩინარდა.

წყალქვეშა ნავის ბორტზე სულ მცირე 53 ადამიანი იმყოფება.

დაკარგული წყალქვეშა ნავის მოსაძებნად ინდონეზიამ დახმარება სინგაპურსა და ავსტრალიას უკვე სთხოვა.

იმ ადგილთან ახლოს, სადაც ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა, ნავთობის ლაქა აღმოაჩინეს.

ინდონეზიის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის მეზღვაურებს, რომელიც 21 აპრილს გაუჩინარდა, ჟანგბადი შაბათამდე, 24 აპრილამდე უნდა ეყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system