თავში

ინდონეზიაში გემზე თუთიყუშები პლასტმასის ბოთლებში აღმოაჩინეს

ინდონეზიაში გემზე თუთიყუშები პლასტმასის ბოთლებში აღმოაჩინეს
ინდონეზიაში გემზე თუთიყუშები პლასტმასის ბოთლებში აღმოაჩინეს

ინდონეზიაში პროვინცია პაპუაში მდებარე გემზე თუთიყუშები პლასტმასის ბოთლებში ჩასმულები იპოვეს. პოლიციის განცხადებით, გემის ეკიპაჟმა დიდ ყუთში უცნაური ხმების მოსმენის შემდეგ 64 ცოცხალი თუთიყუში და 10 მკვდარი ჩიტი აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

"ჩვენ უცნაური ხმები მოგვესმა და ვიეჭვეთ, რომ იქ ან ცხოველი იყო ან ფრინველი. მივედით სანახავად და იქ მართლაც ფრინველები იყო", - განაცხადე გემის ეკიპაჟის წევრებმა.

აღმოჩენილი ფრინველების სახეობის დადგენა მოხერხდა, ისინი შავკანიანი ლორინის ჯიშის არიან, რომლებიც ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე ბინადრობენ.

ქვეყნის ველური ბუნების სავაჭრო მაკონტროლებელი ორგანოს ცნობით, ინდონეზიაში ეს არის დაცული სახეობა, რომელზეც უკანონო მოვაჭრეები ნადირობენ. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რატომ იყვნენ ჩიტები ბოთლებში ჩასმულები. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ინდონეზიისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩიტები პლასტმასის ბოთლებში იმყოფებიან. 2015 წელს ინდონეზიის პოლიციამ დააპატიმრა ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაშენების პირას მყოფი 21 ყვითელი გოფრირებული კაკადის სხვა ქვეყანაში წაყვანას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system