თავში

ინდონეზიაში ხანძრების შედეგად 4,4 მილიონი ჰექტარი მიწა დაიწვა

ინდონეზიაში ხანძრების შედეგად 4,4 მილიონი ჰექტარი მიწა დაიწვა
ინდონეზიაში ხანძრების შედეგად 4,4 მილიონი ჰექტარი მიწა დაიწვა

ინდონეზიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში გაჩენილი ხანძრების 30% ხე-ტყისა და პალმის გადამამუშავებელი საწარმოებით განლაგებულ ტერიტორიებზე მოდის, რომლებიც მეიჯარეებს შეღავათიან ფასად აქვთ აღებული. 

2015-19 წლებში ინდონეზიაში ხანძრების შედეგად 4,4 მილიონი ჰექტარი მიწა დაიწვა, რომელთაგან 1,3 მილიონი ჰექტარი სწორედ იჯარით იაფად აღებული ტერიტორიები იყო. ასეთ განცხადებას გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace აკეთებს, რომელმაც ინდონეზიის ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პალმის გადამამუშავებელი 10 კომპანიიდან 8-ის მიმართ, რომელთა ტერიტორიაზე 5 წლის განმავლობაში უზარმაზარ ხანძრებს ჰქონდა ადგილი, სანქციები არ დაწესებულა.

ინდონეზიაში, ამაზონისა და კონგოს შემდეგ, ტყის ყველაზე დიდი მასივები მდებარეობს. ეკოლოგების თქმით, ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით შრომის ახალ კანონს ქვეყანაში ბოროტად იყენებენ, რაც ტყეებისა და გარემოს განადგურებას უწყობს ხელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system