თავში

ინდონეზიაში მეწყერმა 11 მაღაროელი იმსხვერპლა

​ინდონეზიაში მეწყერმა 11 მაღაროელი იმსხვერპლა
ინდონეზიაში მეწყერმა 11 მაღაროელი იმსხვერპლა

ძლიერმა წვიმებმა ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე, სადაც ქვანახშირის მაღაროებია განლაგებული, მეწყერი გამოიწვია. სტიქიამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. შემთხვევა 20 მეტრის სიღრმის გვირაბში მოხდა. მაშველებმა ყველა დაღუპულის ცხედარი გვირაბიდან გამოიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ CTV News  ავრცელებს. 

სეზონურმა წვიმებმა მეწყერი თითქმის მთელი ინდონეზიის მასშტაბით გამოიწვია. 17508 კუნძულისგან შემდგარი ინდონეზიის რელიეფი, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, მთაგორიანია. სტიქიამ მოსახლეობა სერიოზულად დააზარალა.

ინდონეზიის დიდი ნაწილში წვიმის სეზონი ოქტომბერში დაიწყო. სინოპტიკოსების ცნობით, წვიმები კიდევ 3 დღეს გაგრძელდება. გარდა ამისა, ლა-ნინიამ (წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურა) წყნარ ოკეანეში, შეიძლება, დამატებით ინტენსიური წვიმები გამოიწვიოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system