თავში

ინდონეზიაში მეწყრის შედეგად 2 დაიღუპა და 16 დაკარგულს ეძებენ - PHOTO

ინდონეზიაში მეწყრის შედეგად 2 დაიღუპა და 16 დაკარგულს ეძებენ - PHOTO
ინდონეზიაში მეწყრის შედეგად 2 დაიღუპა და 16 დაკარგულს ეძებენ - PHOTO

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებულმა მეწყერმა დასახლებული პუნქტები და ათობით სახლი გაანადგურა. ამ დროისთვის დაღუპულია 2 ადამიანი და 16 დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაციაში მაშველები, სამხედროები, პოლიცია და მოხალისეები მონაწილეობენ, ისინი ტალახსა და ნანგრევებში მოყოლილებს შიშველი ხელებით და სოფლის მეურნეობის იარაღების დახმარებით ეძებდნენ. მთიდან ჩამოწოლილმა დიდი რაოდენობით მიწამ, ნგანჯუკის რაიონში 8 სახლი მთლიანად დაფარა. 21 ადამიანი ტალახისა და ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი.

სამაშველო სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკის არარსებობა ართულებს, რომელთა ადგილზე მობილიზება უამინდობისა და რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება.

ძლიერ წვიმას მეწყრის გარდა წყალდიდობაც მოჰყვა და მდინარეები კალაპოტიდან გამოვიდა. დატბორილია სახლები, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ინდონეზიაში, სადაც 17 000 კუნძულზე მილიონობით ადამიანია დასახლებული, ყოველწლიურ სეზონურ წვიმებს ძლიერი მეწყერი და წყალდიდობა მოჰყვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system