თავში

ინდონეზიაში მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

ინდონეზიაში მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა
ინდონეზიაში მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია
© Reuters — Antara Foto

ინდონეზიაში, ჯავის კუნძულთან ახლოს, ძლიერი მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

გამოცემის ცნობით, არიან დაშავებულებიც. მათ შორის, ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  

სტიქიის შედეგად დაზიანდა ასობით შენობა.

-16:24-

ინდონეზიაში, ჯავის სანაპიროზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრამ მეწყერი გამოიწვია. ჯავის პროვინციაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს ქვები დაეცათ. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

ცნობისთვის, დღეს ინდონეზიის ცენტრალურ სანაპიროზე 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ჯავის პროვინციაში, გონგდანანგლეგი კულონის დასახლებიდან სამხრეთ-დასავლეთით 44 კილომეტრში, 82 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამასთან, ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის ეროვნული ბიუროს (BMKG) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,7 ბალს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system