თავში

ინდონეზიაში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა

​ინდონეზიაში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა
ინდონეზიაში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა

ინდონეზიაში, პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს, ეროვნული დამოუკიდებლობის მონუმენტის პარკში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 2 სამხედრო პირი დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყნის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა კვამლის მხრჩოლავი ყუმბარა ააფეთქეს. ინციდენტის დროს პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო სასახლეში არ იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.

გასულ თვეში ინდონეზიის ქალაქ მედანში,პოლიციის შენობის გვერდით, 24 თვითმკვლელმა სტუდენტმა აიფეთქა თავი. სამართალდამცავების განცხადებით, ტერაქტი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ექსტრემისტული დაჯგუფების აფეთქებების სერიასთან იყო კავშირში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system