თავში

ინდონეზიაში Sinovac-ის ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა

​ინდონეზიაში Sinovac-ის ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა
ინდონეზიაში Sinovac-ის ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinovac სიკვდილისგან - 98%-ით, ჰოსპიტალიზაციისგან - 96%-ით და ინფექციისგან 94%-ით იცავს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტრო დედაქალაქ ჯაკარტაში ამ წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით 128,290 სამედიცინო მუშაკის ჯანმრთელობას აკვირდებოდა, რომლებიც ჩინური Coronavac-ით აიცრნენ.

უწყების განცხადებით, ვაქცინამ 98%-ით დაიცვა მედიკოსები სიკვდილისგან, 96%-ით - მეორე დოზის მიღებიდან შვიდი დღის შემდეგ ჰოსპიტალიზაციისგან და 94% - კორონავირუსით დაინფიცირებისგან.

ამავე დროს, ახლა უცნობია კორონავირუსის რომელი შტამის წინააღმდეგ აღმოჩნდა Sinovac-ის ვაქცინა ასეთი ეფექტური.

Sinovac-ის წარმომადგენელმა პეკინში განაცხადა, რომ კომპანია ვერ გააკეთებს კომენტარს ინდონეზიური კვლევის შესახებ, სანამ მეტ მონაცემს არ მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system