თავში

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის სიდიდით მესამე ქალაქ მედანიში კოკისპირულმა წვიმებმა 4 მდინარის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 2 700 სახლი დაიტბორა. ამის შესახებ ABC News წერს.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველები ექვს გაუჩინარებულ ადამიანს, მათ შორის ბავშვს ეძებენ.

ქალაქში, სადაც 2.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. 

მაშველებმა 181 ადამიანი დროებით თავშესაფრებში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც წყლის დონემ 5 ადგილას 5 მეტრს მიაღწია.

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ინდონეზიაში წვიმების დროს წყალდიდობა და მეწყერი ხშირია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system