თავში

ინდონეზიაში თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ცნობილია

​ინდონეზიაში თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ცნობილია
ინდონეზიაში თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ცნობილია

ინდონეზიაში Boeing 737-524-ის კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძრავის კონტროლის სისტემის გაუმართაობა და მის გამოსასწორებლად ეკიპაჟის მცდელობა ყოფილიყო. ამის შესახებ, გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს. შავი ყუთის ჩანაწერებიდან ამოღებული ინფორმაციის თანახმად, ფრენის მომენტში თვითმფრინავის ავტომატური გაწევის სისტემაში, რომელიც საწვავის მიწოდებისა და ფრენისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებისა და მარშრუტის გაგრძელების პროცესს არეგულირებს, პრობლემა დაფიქსირდა.

იმის ნაცვლად, რომ პილოტებს სისტემა გაეთიშათ, მათ მისი ფუნქციონირების აღდგენა სცადეს. ამას, შესაძლოა თვითმფრინავის ძრავების სიმძლავრეებს შორის დისბალანსი გამოეწვია და ხომალდის მართვა შეუძლებელი გამხდარიყო.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბოინგ 737-ს ერთი ძრავით ფრენა შეუძლია და მფრინავები ამასთან დაკავშირებით სათანადო მომზადებას გადიან. თუმცა, უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, მსგავსი სიტუაციები მფრინავების სწრაფ და სწორ რეაგირებას მოითხოვს.

მეტი დეტალი ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით მეორე შავი ყუთის გაშიფრვის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ჯერ ისევ კატასტროფის ადგილას, იავას ზღვის ფსკერზე იმყოფება. ამ ყუთში პილოტების საუბრები უნდა იყოს დაფიქსირებული.

ინდონეზიის ავიაკომპანიის Boeing 733-მა კატასტროფა 9 იანვარს, აფრენიდან მალევე განიცადა. სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 62 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა

ხომალდი რეისს ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც რადარებიდან გაქრა. გავრცელებული ინფორმაციით აფრენის დროს თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის გამო ძლიერი ტურბულენტობის ზონაში აღმოჩნდა.

სამძებრო და სამაშველო ჯგუფმა თვითმფრინავის ავარიის ადგილი და მისი ნამსხვრევები იავას ზღვაში 23 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system