თავში

ინდონეზიაში ვულკანი ანაკ-კრაკატაუ წუხელ მეორედ ამოიფრქვა - VIDEO

ინდონეზიაში ვულკანი ანაკ-კრაკატაუ წუხელ მეორედ ამოიფრქვა - VIDEO
ინდონეზიაში ვულკანი ანაკ-კრაკატაუ წუხელ მეორედ ამოიფრქვა  - VIDEO

ინდონეზიაში ანაკ-კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily mail ავრცელებს.

პირველი ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 9:58 საათზე მოხდა, რის დროსაც ვულკანური ფერფლი 15 კმ-ის გარშემო მიმოიფანტა, ხოლო მეორე, უფრო მასშტაბური ამოფრქვევა ერთ საათში განმეორდა და 38 წუთი გაგრძელდა. ვუკანოლოგიური ცენტრის ცნობით, ფერფლისა და კვამლის სვეტი 500 მეტრს აღწევს.

ანაკ-კრაკატაუ მდებარეობს მალაიზიის არქიპელაგზე, სანდას სრუტეში, ჯავასა და სუმატრას კუნძულებს შორის. ჯაკარტიდან 150 კმ-ის მოშორებით.

ბოლოს ვულკანი 2019 წლის დეკემბერში ამოიფრქვა და 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხოლო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 2018 წელს მოხდა, რამაც  კუნძულის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა. ამოფრქვევამ ცუნამის პროვოცირება მოახდინა, რომლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 429 ადამიანი, დაშავდა 1.4 ათასზე მეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system