თავში

ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით, ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. ამის შესახებ გამოცემა ABC News წერს.

გამოცემის ცნობით, სტიქია ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:24 საათზე მოხდა. ფერფლისა და კვამლის სვეტი 5.6 კმ-ის სიმაღლეს აღწევდა. კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოცხადებულა, თუმცა, ოფიციალურმა უწყებებმა ადგილობრივები ვულკანის მოსალოდნელი გააქტიურების შესახებ გაფრთხილება გამოსცეს. 

ვულკანი სემერუ ბოლოს 2020 წლის დეკემბერში ამოიფრქვა.

ცნობისთვის, ინდონეზიაში უკვე მესამე დღეა სტიქია მძვინვარებს. კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამას 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა, თუმცა "აფთერშოკს" არანაირი დაზიანება და მსხვერპლი არ მოჰყოლია.


 

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system