თავში

ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა

ინდონეზიაში მთასინაბუნგის ვულკანი გააქტიურდა და 5 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. ცხელმა ორთქლმა და ფერფლმა ცა და ირგვლივ მდებარე სოფლები მთლიანად დაფარა.

მთა სინაბუნგი ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში მდებარეობს. ვულკანი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თანდათან აქტიურდებოდა. სპეციალისტებმა ფერფლისა და ორთქლის 13-ჯერ ამოფრქვევა დააფიქსირეს.

მოსახლეობის ევაკუაცია ამჯერად საჭირო არ გამხდარა. ვულკანის აქტივობას ჯერჯერობით არც თვითმფრინავების მიმოსვლა შეუფერხებია.

მთა სინაბუნგის ვულკანს, რომლის სიმაღლე 2 600 მეტრია, 400 წლის განმავლობაში ეძინა. ის პირველად 2010 წელს გააქტიურდა და 2 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ვულკანი კიდევ 2-ჯერ ამოიფრქვა. 2014 წელს 17 ადამიანი, ხოლო 2016 წელს 7 ადამიანი დაიღუპა.

სინაბუნგის გააქტიურების გამო ბოლო რამდენიმე წელში 30 000 ადამიანმა დატოვა მიმდებარე ტერიტორია. 

ინდონეზიაში დაახლოებით 120 მოქმედი ვულკანია, რომლებიც წყნარი ოკეანის ე.წ. "ცეცხლოვან რკალში" მდებარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system