თავში

ინდონეზიის პარლამენტმა ხოჯალის გენოციდის შესახებ განცხადება გაავრცელა

ინდონეზიის პარლამენტმა ხოჯალის გენოციდის შესახებ განცხადება გაავრცელა
ინდონეზიის პარლამენტმა ხოჯალის გენოციდის შესახებ განცხადება გაავრცელა

ინდონეზია-აზერბაიჯანის მეგობრობის ინდონეზიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ მუჰამედ იგბალმა, ხოჯალის გენოციდის 29 წლისთავთან დაკავშირებით ჯგუფის სახელით განცხადება გაავრცელა.

ინფორმაციას ამის შესახებ ინდონეზიაში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამით აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალიში სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვა განხორციელდა, რის შედეგადაც 613 ადამიანი, მათ შორის 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი დაიღუპა. ასობით ადამიანი მძიმედ დაიჭრა, 275 კი ტყვედ, ჩავარდა.

ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა შავი ლაქაა კაცობრიობის ისტორიაში. ამ საშინელების ორგანიზატორები კი უნდა დაისაჯონ. ჯგუფმა ღრმა მწუხარებითა და სინანულით მიაგო პატივი 29 წლის წინ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში მომხდარი ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ყველაზე შავი ფურცელია. ჯგუფის წევრებმა გენოციდის დროს დაღუპულთა სულების ნათელში ყოფნა ისურვეს და მათი ოჯახის წევრებსა და აზერბაიჯანელ ხალხს ღრმა სამძიმარი გამოუცხადა.

ჯგუფმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ხოჯალიში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება და მომხდარის გახსენება, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი მსგავსი საშინელი დანაშაული დედამიწაზე არსად აღარ განმეორდეს. ჯგუფი ასევე მიიჩნევს, რომ ხოჯალის მსხვერპლები ყველას მშვიდობის ღირებულების შესახებ ახსენებს.

განცხადებაში ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის 29-ე წლისთავი ასევე განიხილება, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ახალი საერთაშორისო ძალისხმევის დაწყების შესაძლებლობა. ჯგუფმა სომხეთს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 822-ე, 853-ე, 874-ე და 884-ე რეზოლუციების შესრულებისკენ, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ და მილიონ აზერბაიჯანელ დევნილს საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system