თავში

ინდონეზიის პარლამენტმა გოგონების ქორწინების ასაკზე ზღვარი 19 წლამდე გაზარდა

​ინდონეზიის პარლამენტმა
ინდონეზიის პარლამენტმა გოგონების ქორწინების ასაკზე ზღვარი 19 წლამდე გაზარდა

ინდონეზიის პარლამენტმა გოგონების ქორწინების ასაკზე ზღვარი 19 წლამდე გაზარდა. ამ გადაწყვეტილების მიღება კამპანიებმა წაახალისა, რომელიც, მსოფლიოს მუსულმანურ თემებში ბავშვთა ნაადრევი ქორწინების შესაჩერებლად არის მიმართული.

პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ პლენალურ სხდომაზე ყველა ფრაქცია გადაწყვეტილებაში ერთსულოვანი იყო.

”საზოგადოება გოგონებს მოზარდობის ასაკში დაქორწინებისკენ კვლავ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ობლებად ჩაითვლებინ”, - განაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა მასრუჩამ. ინდონეზიის სტატისტიკის სააგენტოსა და ფონდ UNICEF-ის 2016 წლის კვლევის მიხედვით ინდონეზიაში 4 გოგონადან ერთი 18 წლამდე ქორწინდება.

ინდონეზია იმ 10 ქვეყანას შორისაა, სადაც, ყველაზე მეტი პატარძალი ბავშვია. კამპანიას კი შესაბამისად „პატარძალი არა, გოგონა“ დაარქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system