თავში

ინდონეზიურმა ვულკანმა ფერფლი 1500 მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია

​ინდონეზიურმა ვულკანმა ფერფლი 1500 მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია
ინდონეზიურმა ვულკანმა ფერფლი 1500 მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია

ვულკანმა სინაბუნგმა, რომელიც ინდონეზიის პროვინცია ჩრდილოეთ სუმატრაში მდებარეობს, ფერფლი კრატერიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი Detik ავრცელებს.

მეცნიერებმა ვულკანის აქტივობა სეისმოგრაფის მეშვეობით დააფიქსირეს. ის 3 წუთსა და 11 წამს გაგრძელდა. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.

"ამჟამად ვულკანი ჯერ კიდევ ამოფრქვევის სტადიაზე იმყოფება", - განაცხადეს სპეციალისტებმა.

ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, ვულკანს 3-5 მეტრის რადიუსში არ მიუახლოვდეს.

ბოლოს სინაბუნგი 2016 წელს ამოიფრქვა. მაშინ 9 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system