თავში

ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაში გამოვლინდა

ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაში გამოვლინდა
ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაში გამოვლინდა

კორონავირუსის ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაში იქნა გამოვლენილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

WHO ინდურ შტამთან დაკავშირებით, სახელმწიფოებს მეტი ინფორმაციის მოძიებისკენ მოუწოდებს , რათა შესაძლებელი გახდეს იმის გარკვევა, თუ რამდენად სახიფათოა ის. 

როგორც ცნობილია კორონავირუსის ინდური ვარიანტის სამი ვერსია არსებობს - B.1.617.1, B.1.617.2 და B.1.617.3.

აქედან B.1.617 ყველაზე საშიშია და მას "ორმაგ მუტანტსაც" უწოდებენ იმის გამო, რომ შტამმა ორი მუტაცია განიცადა. ცნობილია, რომ მუტირებული ვირუსი გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ ვაქცინა. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუს SARS-CoV-2-ის ე.წ. ინდურ შტამთან დაკავშირებით საფრთხის დონე გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system