თავში

ინფიცირებული კაცი კორონავირუსის გასავრცელებლად ბარებში დადიოდა

ინფიცირებული კაცი კორონავირუსის გასავრცელებლად ბარებში დადიოდა
ინფიცირებული კაცი კორონავირუსის გასავრცელებლად ბარებში დადიოდა

იაპონელი მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, ბარებში დადიოდა რათა ინფექცია სხვებისთვისაც გადაედო. ადგილობრივი გამოცემა Fuji News Network იუწყება, რომ პაციენტი ანალიზის პასუხების მიღებიდან მეორე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ. თუმცა, მან თვითიზოლაციის წესები დაარღვია და ქალაქის რამდენიმე ბარში შევიდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ვირუსის გავრცელებას გეგმავდა.

მან ერთ-ერთ დაწესებულებაში მყოფ მომხმარებლებს განუცხადა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. კაფეს მეპატრონეებმა პოლიცია და სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. მათ 50 წელს გადაცილებული მამაკაცი სახლში წაიყვანეს.

ქალაქ გამგორის ხელმძღვანელობამ, სადაც ეს ფაქტი მოხდა, მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბარების დეზინფექცია და სტერილიზაცია დროულად ჩატარდა. ტესტი ჩაუტარდათ დაწესებულებების სტუმრებსა და მომსახურე პერსონალსაც. ინფიცირებული მამაკაცი მეორე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს.

იაპონიაში Covid 19-ის 1000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system