თავში

ინფიცირებულმა სტუდენტმა თვითიზოლაცია ხეზე გაატარა

ინფიცირებულმა სტუდენტმა თვითიზოლაცია ხეზე გაატარა
ინფიცირებულმა სტუდენტმა თვითიზოლაცია ხეზე გაატარა

ინდოეთში 18 წლის სტუდენტი, რომელიც კოორნავირუსით დაინფიცირდა, ოჯახისთვის ვირუსის გადადების მიზნით, თვითიზოლაციაში გადავიდა და 11 დღე ხეზე ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ Tribune India ავრცელებს.

4 მაისს სტუდენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ექიმებმა მას სახლში დარჩენა და ოჯახისგან იზოლირება ურჩიეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მთელი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს, მან გადაწყვიტა, იზოლაციის პერიოდი ხეზე გაეტარებინა.

"აქ სოფელში არ არის ადგილი, სადაც მე იზოლაციას გავივლიდი. მე არ ვიცი, არსებობს თუ არა მსგავსი რამ სხვა სოფლებშიც. არა მგონია. სხვა გზა არ მქონდა, შემეშინდა, ჩემი ოჯახიც არ დაინფიცირებულიყო", - განაცხადა 18 წლის სტუდენტმა.

ბიჭმა სპეციალური აღჭურვილობა შექმნა, რომ თოკის საშუალებით ხეზე საჭმელი აეტანა.

მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციელებმა მისი ამბავი შეიტყვეს და ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდიზოლატორში გადაიყვანეს, რომელიც სოფლიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system