თავში

ინგლისის მოქალაქეები კორონავირუსზე კვირაში ორჯერ უფასოდ გაიტესტებიან

ინგლისის მოქალაქეები კორონავირუსზე კვირაში ორჯერ უფასოდ გაიტესტებიან
ინგლისის მოქალაქეები კორონავირუსზე კვირაში ორჯერ უფასოდ გაიტესტებიან

ინგლისში მოქალაქეები კოვიდტესტების გაკეთებას კვირაში ორჯერ უფასოდ შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა უსიმპტომო ინფიცირებული ადამიანების გამოვლენას ემსახურება, რადგან ვირუსის გავრცელების ტემპი შენელდეს.

ცნობილია, რომ ტესტების შეკვეთა მოქალაქეებს ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ. რეგისტრაციის შემდეგ მათ სურვილისამებრ შესაბამისი სამსახურები სახლში ან სამსახურში მიაკითხავენ და ტესტს ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ტესტირება პერიოდულად სკოლებსა და კოლეჯებშიც ჩატარდება.

ბრიტანეთის მოქალაქეებს კიდევ ერთი სიახლე აქვთ, ის პირები, რომლებიც 18 წელს გადაცილებულნი არიან კოვიდტესტების წაღებას აფთიაქებიდან შეძლებენ. სპეციალურ ყუთში შვიდი კოვიდტესტი იქნება მოთავსებული, რომლის გამოყენებაც ოჯახებს კვირაში ორჯერ შეეძლებათ.

გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირების განცხადებით, თავდაპირველად უფასო ტესტებით სარგებლობას მხოლოდ ინგლისის მოქალაქეები შეძლებენ. შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ადმინისტრაციები ტესტირების შესახებ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.

უფასო კოვიდტესტების გავრცელების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა მორიგი შეზღუდვების შემსუბუქებისთვის ემზადება. ქვეყანაში 12 აპრილიდან სპორტული დარბაზებისა და ნაწილი მაღაზიების გახსნა იგეგმება. ასევე მოქალაქეები ბარებსა და რესტორნების ღია სივრცეებში შეძლებენ სტუმრობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system