თავში

ინგლისში ეკლესიების ნაწილი კოვიდ ცენტრებად გადაკეთდა

ინგლისში ეკლესიების ნაწილი კოვიდ ცენტრებად გადაკეთდა
ინგლისში ეკლესიების ნაწილი კოვიდ ცენტრებად გადაკეთდა

ინგლისის ეკლესიებისა და საკათედრო ტაძრების მღვდელმსახურებმა, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, საკუთარი შენობები ჯანდაცვის სისტემას დროებით სარგებლობაში გადასცეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ეკლესიები დროებით მასობრივი ვაქცინაციისა და კოვიდის ტესტირების ცენტრებად გადაკეთდა.

ბლექბერნის საკათედრო ტაძარში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიხსნება. ჯანდაცვის ოფიციალური პირები ტაძრის 1,300 კვადრატული მეტრის შენობას "ერთგვარ საველე ჰოსპიტლად" გადააკეთებენ.

როჩესტერის საკათედრო ტაძარი, რომელიც ინგლისში მეორე უძველეს ეკლესიას წარმოადგენს, კოვიდ ტესტირების ცენტრად, გასულ კვირას გადაკეთდა.

ვაქცინაციის ცენტრი 12 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში იმუშავებს.

კოვიდ ცენტრებად გადაკეთებულ საკათედრო ტაძრებში მღვდელმსახურება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში შეჩერდება.

დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ით 1,830,956 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 64,026 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system