თავში

ინგლისში ფაროსანას ებრძვიან

ინგლისში ფაროსანას ებრძვიან
ინგლისში ფაროსანას ებრძვიან

ინგლისში, ესექსის საგრაფოში ფაროსანები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Lad Bible ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე ინგლისის ტერიტორიაზე ფაროსანები არასროს შეუნიშნავთ. ფერმერები ვერ ხსნიან, თუ რით არის განპირობებული ინვაზიური აზიური ფაროსანას აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელება. 

ადგილობრივების განცხადებით, მწერების რაოდენობა ამ დროისათვის შემაშფოთებელი არ არის, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ისინი სწრაფად გამრავლდებიან.

აზიური ფაროსანა წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ტაივანში. გვხვდება ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა და 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system