თავში

ინგლისში ჰაკერები რკინიგზის ბილეთების ავტომატებს დაესხნენ თავს

​ინგლისში ჰაკერები რკინიგზის ბილეთების ავტომატებს დაესხნენ თავს
ინგლისში ჰაკერები რკინიგზის ბილეთების ავტომატებს დაესხნენ თავს

ინგლისში ჰაკერები სარკინიგზო კომპანია Northern-ის ბილეთების ავტომატებს დაესხნენ თავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ჰაკერები სერვისებს დაესხნენ თავს, რომლებიც ავტომატების მუშაობს უზრუნველყოფს.

"არის ნიშნები, რომ ბილეთების ავტომატების სერვისზე გამომძალველი პროგრამის გამოყენებით კიბერთავდასხმა განხორციელდა", - განაცხადეს კომპანიაში.

ამასთან, კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ კლიენტების პერსონალური მონაცემებსა და გადახდების შესახებ ინფორმაციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

BBC აღნიშნავს, რომ სარკინიგზო ოპერატორმა სენსორული ეკრანების მქონე 621 აპარატის დამონტაჟება 2 თვის წინ დაასრულა. 420 სადგურზე ბილეთების გაყიდვის ავტომატების განთავსება Northern-ს 17 მილიონი ევრო დაუჯდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system