თავში

ინგლისში ქალი 58 წელი ცხვირში ფორთოხლის მარცვლით ცხოვრობდა

ინგლისში ქალი 58 წელი ცხვირში ფორთოხლის მარცვლით ცხოვრობდა
ინგლისში ქალი 58 წელი ცხვირში ფორთოხლის მარცვლით ცხოვრობდა

ინგლისში, იორკშირის საგრაფოს მკვიდრმა, 68 წლის ბეტი მაკფეილმა 58 წელი ცხვირში ფორთოხლის მარცვლით იცხოვრა. ქალს მთელი ცხოვრება ცხვირის შეშუპება აწუხებდა. მან რამდენიმე კვირის წინ ცხვირის მოწმენდის შემდეგ ხელსახოცზე ფორთოხლის მარცვალი იპოვა.

"მე შემიძლია ჩვეულებრივად სუნთქვა, ეს არის სასწაული, რომ მე მრავალი წლის შემდეგ სრულყოფილად ვისუნთქებ", - განაცხადა ქალმა.

მისმა ტყუპმა ძმამ, ტონიმ, დისგან ეს ამბავი რომ გაიგო, ბავშვობაში მომხდარი ჩხუბი გაიხსნება, როდესაც ბეტი ფორთოხალს ჭამდა და ჩხუბის დროს ფორთოხლის მარცვალი ცხვირში მოხვდა. ინციდენტი 1960-იანი წლების დასაწყისში მოხდა, როდესაც ტყუპები დაახლოებით ათი წლის იყვნენ. მომხდარი ჩხუბი ყველას დაავიწყდა, ხოლო ბეტის სუნთქვის პრობლემები შეექმნა და ძგიდის გამრუდება დაემართა. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა, უმეტესად პირით ესუნთქა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system