თავში

ინგლისში "ლოქდაუნის" მარტამდე გახანგრძლივებას ვარაუდობენ

ინგლისში "ლოქდაუნის" მარტამდე გახანგრძლივებას ვარაუდობენ
ინგლისში ლოქდაუნის მარტამდე გახანგრძლივებას ვარაუდობენ

ბრიტანეთის წამყვანი ეპიდემიოლოგის, პროფესორი ჯონ ედმუნსის განცხადებით, ინგლისში შეზღუდვების მარტის თვემდე შემსუბუქება ქვეყანას კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

პროფესორი ედმუნსის განცხადებით, "ლოქდაუნის"  ნაადრევი მოხსნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. 

ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის წევრის თქმით, პრემიერი ბორის ჯონსონის მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქება უგუნური ნაბიჯი იქნება.

ცნობისთვის გაერთიანებულ სამეფოში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 3 357 361 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 88 590-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system