თავში

პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი დაიწყო - LIVE

პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი დაიწყო - LIVE
პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი დაიწყო - LIVE

ინგლისში, უინძორის სასახლის ეზოში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს.

დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო დაკრძალვაზე მონაწილეთა რაოდენობა შეიზღუდა. დაკრძალვის ცერემონიალს 30-მდე ადამიანი დაესწრება. მათ შორის, პრინცი უილიამი, მისი მეუღლე ქეით მიდლტონი. ცერემონიალში მონაწილეობას პრინცი ჰარიც მიიღებს, თუმცა მეგან მარკლი ორსულობის გამო დაკრძალვას არ დაესწრება.

ჰერცოგს მუხის კუბოში ჩაასვენებენ, რომელსაც ტყვიის გარსი აკრავს. პრინც ფილიპს მისი დიზაინით შექმნილი კატაფალკით გადაასვენებენ, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შექმნა.

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. დაკრძალვის ცერემონია, 17 აპრილს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. პრინც ფილიპს, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად, უინძორის ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში, კერძო სამარხში დაკრძალავენ. ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კი მას გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და დედოფლის გვერდით დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system