თავში

ინგლისში რომის იმპერიის დროინდელი უნიკალური ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს

ინგლისში რომის იმპერიის დროინდელი უნიკალური ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს
ინგლისში რომის იმპერიის დროინდელი უნიკალური ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს

ბრიტანეთში არქეოლოგებმა რომის იმპერიის დროინდელი დიდი კომპლექსის ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Yorkshire Post ავრცელებს.

"ჩრდილოეთ იორკშირში არქეოლოგების მუშაობამ უკვე დაადგინა, რომ შენობები შექმნილია ჩრდილოეთ ევროპაში უმაღლესი ხარისხის არქიტექტორების მიერ და აშენებულია საუკეთესო ხელოსნების მიერ. შემდგომი სამუშაოები ამ რეგიონში ჩატარდება, რათა ზუსტად განვსაზღვროთ თუ რატომ აშენდა იდუმალი შენობა რომის სხვა ცენტრებიდან ასე შორს", - განაცხადეს არქეოლოგებმა.

გათხრები ჩატარდა სკარბოროში, ჩრდილოეთ იორკშირში. არქეოლოგების თქმით, ეს უნიკალური სტრუქტურებია, რომლებიც ოდესმე მთელ ბრიტანეთში აღმოუჩენიათ.

გათხრების შედეგად ნაპოვნია შენობების მთელი კომპლექსი, მათ შორის წრიული ცენტრალური ოთახი, მასთან მიმავალი რამდენიმე დარბაზი, აგრეთვე აბანოები. არქეოლოგების ვარაუდით, ეს იყო მდიდრული აგარაკი ან საკურთხეველი, რადგან მას ჯვრის ფორმა აქვს.

"ჩვენ არასდროს გვიოცნებია მსგავსი რამის აღმოჩენაზე. ეს ნანგრევები საშუალებას გვაძლევს უკეთ წარმოვიდგინოთ, როგორი იყო დიდი ბრიტანეთი რომის იმპერიის ეპოქაში", - განაცხადა უძველესი ძეგლების ექსპერტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system