თავში

Instagram დიეტისა და კოსმეტიკური ქირურგიის წამახალისებელი პოსტების აკრძალვას გეგმავს

Instagram დიეტისა და კოსმეტიკური
Instagram დიეტისა და კოსმეტიკური ქირურგიის წამახალისებელი პოსტების აკრძალვას გეგმავს

Instagram-ის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე სოციალურ მედიაში გავრცელებული რეკლამები. ამ გადაწყვეტილებას „სხეულის პოზიტივის“ წამახალისებელი კამპანიის მონაწილეები სიხარულით შეეგებნენ. 

ზოგიერთი პოსტის ნახვა მხოლოდ 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის იქნება დასაშვები, ხოლო პოსტები, იმ სასწაულებრივ პროდუქტებზე რომ მოგვითხრობენ, რომლებიც წონას გვაკლებინებენ, წაიშლება და მათი განთავსებაც აღარ იქნება დაშვებული.

მსახიობი ჯამეელა ჯამილი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი დიეტებისა და დეტოქსიკების ინდუსტრიის წინააღმდეგ ბრძოლაში ”დიდი გამარჯვებაა”.

მსახიობმა „დეტოქსის“ ჩაების, დანამატებისა და კანფეტების, მიღებისკენ მოწოდებისთვის ისეთი ცნობილი ვარსკვლავები გააკრიტიკა, როგორებიც კარდაშიანები და ქარდი ბი არიან.

სოციალური ქსელის მიმდევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ სრულწლოვანი ასაკის მიუხედავად, მათ  აღნიშნულ პოსტებზე ბლოკის გააქტიურებ მაინც სურდათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system