თავში

Instagram-მა ბოდიში მოიხადა

Instagram-მა ბოდიში მოიხადა
Instagram-მა ბოდიში მოიხადა

ისტაგრამმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში წონის დაკლების შინაარსის შემცველ ინფორმაციას იმ ადამიანებს აჩვენებდა, რომლებსაც კვებითი აშლილობა აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს.

სოციალური ქსელის ახალი ალგორითმი, მომხმარებლებს იმ კონტენტს სთავაზობს, რომლითაც შესაძლოა ის დაინტერესებული იყოს, თუმცა ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც კვებითი დარღვევა ჰქონდა, სთავაზობდა ისეთი შინაარსის მქონე პოსტების ნახვას, როგორიცაა მაგალითად "მადის დამგდები" საშუალებები, რაც ზრდის რეციდივის შანსს.

Facebook-მა, რომელიც Instagram-ის მფლობელია,  შეცდომა აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. მათი თქმით, ისინი შეცვლიან ალგორითმს და ასეთი სახის კონტენტს კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს აღარ აჩვენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system