თავში

"ინსტაგრამში" რამზან კადიროვის გვერდი წაშალეს

​"ინსტაგრამში" რამზან კადიროვის გვერდი წაშალეს
ინსტაგრამში რამზან კადიროვის გვერდი წაშალეს

კომპანია Facebook-მა სოციალურ ქსელ Instagram-ში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გვერდი წაშალა.

Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

"ჩვენა ამერიკული კომპანია ვართ და აშშ-ის სასანქციო კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ და ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესრულებისთვის ზომებს მუდმივად მივმართავთ. ამ შემთხვევაში, წავშალეთ იმ პირების გვერდები, რომლებიც სასანქციო სიაში არიან, ისევე, როგორც მსგავსი ანგარიშების შემთხვევაში მანამდე ვიქცეოდით", - განაცხადეს Facebook-ში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს აშშ-მა რამზან კადიროვი სასანქციო სიაში შეიყვანა. მაშინ გაცხადებული იყო, რომ ის მკვლელობებზე, წამებაზე და ადამიანის უფლებების სხვა მასობრივ დარღვევებზე აგებდა პასუხს, რის გამოც "მაგნიტსკის სიაში" მოხვდა, Facebook ჩეჩნეთის ლიდერის გვერდებს მანამდეც ბლოკავდა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვები იხსნებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system