თავში

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, როგორ მიჰყავთ ჩინეთის მოქალაქეები კარანტინში ძალით - VIDEO

​ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, როგორ მიჰყავთ ჩინეთის მოქალაქეები კარანტი
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, როგორ მიჰყავთ ჩინეთის მოქალაქეები კარანტინში ძალით - VIDEO

გამოცემა Radio Free Asia-ის ჟურნალისტები ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ჩანს, როგორ აიძულებენ დამცავ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ერთ-ერთი სახლის ბინადრებს დატოვონ ბინა და კარანტინში გადაინაცვლონ.

ვიდეოს აღწერაში წერია, რომ მისამართზე ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოცხადნენ და ოჯახის წევრებს ევაკუაციისთვის მომზადება სთხოვეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია.

ჟურნალისტების თქმით, ამის შემდეგ ადამიანები ბინიდან ძალით გამოათრიეს, ერთ-ერთი ბინადარი კი სასწრაფო მანქანის ქვეშ დამალვას ცდილობდა.

ბოლო მონაცემებით ჩინეთში, საიდანაც დეკემბერში ახალი ტიპის კორონავირუსი2019-nCoV გავრცელდა, დაინფიცირებულთა რიცხვმა 24300-ს მიაღწია. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 490 ადამიანი. ექიმების დაკვირვების ქვეშ 185500 პაციენტი იმყოფება. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system