თავში

ინტერპოლი COVID-19-ის ვაქცინის გაყალბების შესახებ ქვეყნებს აფრთხილებს

ინტერპოლი COVID-19-ის ვაქცინის გაყალბების შესახებ ქვეყნებს აფრთხილებს
ინტერპოლი COVID-19-ის ვაქცინის გაყალბების შესახებ ქვეყნებს აფრთხილებს

ინტერპოლი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თაღლითებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ვაქცინის გაყალბება დაიწყონ. ორგანიზაცია ასევე არ გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალებების მოპარვის ფაქტებსაც.

მათ აღნიშნეს, რომ ყალბი ვაქცინების გაყიდვა ვებ-გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი. გარდა ამისა თაღლითებმა, შესაძლოა, კორონავირუსის ტესტების გაყალბებაც დაიწყონ.

ინტერპოლი ამტკიცებს, რომ ადამიანებმა ჩვეულებრივი მედიკამენტების ონლაინ ყიდვის დროსაც კი ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ცნობილია, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ჰაკერებმა მსგავს ვებ-გვერდებზე მავნე პროგრამები დააყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system