თავში

იოჰანესბურგში, ეკლესიის ტერიტორიაზე ხუთი ადამიანი მოკლეს

იოჰანესბურგში, ეკლესიის ტერიტორიაზე ხუთი ადამიანი მოკლეს
იოჰანესბურგში, ეკლესიის ტერიტორიაზე ხუთი ადამიანი მოკლეს

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის გარეუბანში, ნეტარი ღვთისმშობლის ტაძარში, თავდამსხმელებმა 5 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

დამნაშავეებმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. მძევლების აყვანას თან ახლდა სროლაც. 

იოჰანესბურგის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 30 ადამიანი, რომელთან 25 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. სამართალდამცავები განმარტავენ, რომ ვითარება კონტროლის ქვეშ არის. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო უწყების თანამშრომლები მუშაობენ.

ნეტარი ღვთისმშობლის ტაძარი, ქალაქ ზურბეკში ორ ჯგუფს შორის დავის საგნად 2018 წლიდან იქცა, მას შემდეგ, რაც აფრიკის ეკლესიის მეთაური გარდაიცვალა კომპლექსის კონტროლისთვის რამდენიმე დაჯგუფება იბრძვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system