თავში

იოკო ონომ Wish Tree-ს ვირტუალური ვერსია შექმნა

იოკო ონომ Wish Tree-ს ვირტუალური ვერსია შექმნა
იოკო ონომ Wish Tree-ს ვირტუალური ვერსია შექმნა
© dazeddigital.com

იოკო ონომ და ჰირშჰორნის მუზეუმმა ვირტუალური ვერსია The Wish Tree შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ Dazed Digital ავრცელებს. 

მას შემდეგ, რაც იოკო ონომ 2007 წელს ჰირშჰორნის მუზეუმს საჩუქარად გადასცა Wish Tree იგი ბაღში გამოიფინა, რომ ყველას შეძლებოდა თავისი სანუკვარი სურვილის დაწერა პატარა ფურცელზე და მიემაგრებინა ერთ-ერთ ტოტზე.

კორონავირუსის შეზღუდვების გამო ხეზე წვდომა ახლა შეუძლებელია. ამიტომ, მუზეუმმა გადაწყვიტა სურვილების ვირტუალური ვერსია შექმნას.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაწერონ თავიანთი სურვილი ფურცელზე, გადაიღონ ფოტო, და გააზიარონ ის Instagram-ზე ჰეშთეგით #WishTreeDC და მონიშნონ @hirshhorn. ზაფხულის ბოლოს, სურვილები შეგროვდება და დაარქივდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system