თავში

იორდანიაში კარანტინის დარღვევისთვის ორი მინისტრი გაათავისუფლეს

იორდანიაში კარანტინის დარღვევისთვის ორი მინისტრი გაათავისუფლეს
იორდანიაში კარანტინის დარღვევისთვის ორი მინისტრი გაათავისუფლეს

იორდანიის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები საკარანტინო წესების დარღვევის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, მინისტრები რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც დაშვებულზე დიდი რაოდენობის ადამიანი იყო შეკრებილი, ამასთან მათ პირბადეებიც არ ეკეთათ.

ჩვეულებრივ, იორდანიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების წესების დარღვევისათვის ჯარიმა 140 დოლარს შეადგენს.

28 თებერვლის მონაცემებით, იორდანიაში კორონავირუსის 380 268 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებას  4 627 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system