თავში

იორდანიაში ჟურნალისტი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დააკავეს

იორდანიაში ჟურნალისტი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებ
იორდანიაში ჟურნალისტი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დააკავეს

იორდანიაში ჟურნალისტი დააპატიმრეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ქვეყანაში იყო შეტანილი და ვაქცინაცია მხოლოდ მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს უტარდებოდათ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ჟურნალისტ ჯამალ ჰადადს პატიმრობა ახალი ამბების ვებ-გვერდ Al-Wakaai-ზე გამოქვეყნებული სტატიის გამო მიუსაჯეს.

ჰადადს "საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხეში ჩაგდებასა და ამბოხების მოწყობაში" ედება ბრალი.

Al-Wakaai-ზე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ხალხს რას უპირებთ? ჩავიდა თუ არა Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ფარულად და ხომ არ მიიღეს ის იორდანიის მთავრობის მაღალჩინოსნებმა?”

იორდანიამ Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა დეკემბრის შუა რიცხვებში გასცა. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინა ხელმისაწვდომი იანვრის ბოლოს, თებერვლის შუა რიცხვებში იქნება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი დაკავებამდე ერთი დღით ადრე "მაღალი არტერიული წნევისა და გულმკერდის არეში ტკივილის გამო" საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტი სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში 15 დღეს გაატარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system