თავში

იოსემიტის ეროვნულ პარკში ნოროვირუსით 170 ადამიანი დაავადდა

იოსემიტის ეროვნულ
იოსემიტის ეროვნულ პარკში ნოროვირუსით 170 ადამიანი დაავადდა

დაახლოებით 170 ადამიანი, რომელმაც ამ თვეში იოსემიტის ეროვნულ პარკში იმოგზაურა, კუჭ-ნაწლავის დაავადებით დაავადდა. მათ შორის თანამშრომლებიც არიან. ორი შემთხვევა დადასტურებულია, როგორც ნოროვირუსი, ხოლო დანარჩენების უმრავლესობა ვირუსთან არის დაკავშირებული, - ნათქვამია პარკის განცხადებაში. ინციდენტების უმეტესი შემთხვევა იანვრის პირველ კვირას მოხდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. 

პარკი ავადმყოფობის გარემოებებს იძიებს და დაზარალებულებთან გამოკითხვას ატარებს. მათ ასევე, დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სანიტარული ნორმების დაცვაც გააძლიერეს. 

ნოროვირუსი მწვავე გასტროენტერიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევია, რომელსაც შეერთებულ შტატებში დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები კუჭის ბაღლინჯოს უწოდებენ. ეს ყოველწლიურად დაახლოებით 21 მილიონ დაავადებას იწვევს და ძირითადად, მისი გავრცელების ადგილები, ისეთი ხალხმრავალი დაწესებულებებია, როგორიცაა სამედიცინო ცენტრები. ნორვირუსის გავრცელება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, მათ შორის ინფიცირებულ პირთან უშუალო კონტაქტით, დაბინძურებულ ზედაპირთან ან ობიექტთან შეხებით ან ინფიცირებული საკვებისა და სასმელის მოხმარებით. ის კუჭსა და ნაწლავებში ანთებას იწვევს, რასაც ტკივილი, გულისრევა და დიარეა მოჰყვება. სიმპტომებში სიცხე, თავისა და სხეულის ტკივილიც შედის. როგორც წესი, მისი ხანგრძლივობა ერთიდან სამ დღემდეა. 

მისი თავიდან აცილებისთვის, ხელები საპნით ხშირად უნდა დაიბანოთ. საკვები და წაჭმელი დაავადებულთან არ უნდა გაიზიაროთ.  

თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენებაც შეიძლება, რომელიც, მინიმუმ, 60% ალკოჰოლს უნდა შეიცავდეს”, - განაცხადა პარკის ადმინისტრაციამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system