თავში

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მინსკში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მინსკში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მინსკში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

მჯერა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა და მიმართულება შეუცვალეს, ბელარუსი კგბ-ს აგენტები იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო'ლირმა განაცხადა.

ის მინსკში მომხდარ ინციდენტს ბელარუსის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მეკობრეობად და თვითმფრინავის გატაცებად აფასებს.

მისივე თქმით, ეს ინციდენტი შიშისმომგვრელი იყო მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის, ვინაიდან როგორც მგზავრებს, ასევე მათ ბარგს შეიარაღებული პირები ჩხრეკდნენ.

"ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცების, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პირატული ქმედების შემთხვევა“, - აღნიშნა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ავიაკომპანია "Ryanair-მა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი რეისის ეკიპაჟმა შეტყობინება მიიღო ბელარუსის საჰაერო ნავიგაციიდან, ბორტზე პოტენციური საფრთხის არსებობის შესახებ და ინსტრუქტაჟი უახლოეს აეროპორტში, მინსკში გადამისამართებაზე. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ბორტი მგზავრებმა დატოვეს, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება შემოწმებას ახორციელებდა.

შეგახსენებთ, გუშინ მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system