თავში

ირანელ დიპლომატს საფრანგეთში ოპონენტების დაბომბვის მცდელობის გამო გაასამართლებენ

ირანელ დიპლომატს საფრანგეთში ოპონენტების დაბომბვის მცდელობის გამო გაასამართლებენ
ირანელ დიპლომატს საფრანგეთში ოპონენტების დაბომბვის მცდელობის გამო გაასამართლებენ

ბომბი უნდა აფეთქებულიყო პარიზის გარეუბანში 2018 წლის 30 ივნისს, იმ უზარმაზარი მიტინგის დროს, რომელიც ირანელმა დევნილმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ჩაატარა. შესაძლო აფეთქების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპებოდა და დაშავდებოდა. ამის ნაცვლად, აფეთქებამ გაანადგურა რობოტი, რომელსაც არმიის სპეციალისტები ბომბის განმუხტვის შემდეგ იყენებდნენ. ტერორისტული თავდასხმისთვის განკუთვნილი ბომბი ბრიუსელის გარეუბანში დაკავებული წყვილის მანქანაში იპოვეს. ამის შესახებ The Washington Times წერს.

დაგეგმილი თავდასხმიდან ორი წლის შემდეგ, რომელიც არ განხორციელდა, წყვილი ირანის ორ მოქალაქესთან, მათ შორის ირანის დიპლომატთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ შეთქმულებას ხელმძღვანელობდა სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.

ბელგიის სადაზვერვო და უსაფრთხოების სააგენტოში (VSSE) აცხადებენ, რომ დიპლომატი ასადი ოპერაციულად მოქმედებდა ირანის ხელისუფლების ბრძანებით და ასაფეთქებელი ნივთიერებები მან ევროპაში შეიტანა. ბელგიის ფედერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში სააგენტო ამტკიცებს, რომ დაგეგმილი თავდასხმა ირანის სახელით და მისი ინიციატივით უნდა განხორციელებულიყო.

პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system