თავში

ირანელები კორონავირუსისგან თავის დასაცავად სიწმინდეებს კოცნიან და ლოკავენ - VIDEO

​ირანელები კორონავირუსისგან
ირანელები კორონავირუსისგან თავის დასაცავად სიწმინდეებს კოცნიან და ლოკავენ - VIDEO

ირანის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ შიიტური სიწმინდეები მათ კორონავირუსისგან დაიცავს. ულტრარელიგიური დაჯგუფებები ხელისუფლებასა და მედიას მოუწოდებენ შეწყვიტონ მოსახლეობის დაშინება და შეცდომაში შეყვანა. იმის ნიშნად, რომ კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს და სიწმინდეები მათ ვირუსისგან დაიცავს, ისინი საჯარო ადგილებში კოცნიან და ენით ლოკავენ სალოცავის ნაწილებს. შესაბამისი ვიდეორგოლები ირანელებმა ინტერნეტში გაავრცელეს.

შეწყვიტეთ ადამიანების კორონავირუსით ასე დაშინება. მორჩით ადამიანების რწმენით თამაშს. კორონავირუსი არაფერია შიიტური სალოცავების კედლებში",  - აცხადებს ერთ-ერთი მორწმუნე და ამის დასტურად საჯაროდ კოცნის და ენას რამდენჯერმე უსვამს მეჩეთის კედლის ნაწილს.

წმინდა სალოცავების მოსალოცად ირანში მილიონობით შიიტი მორწმუნე იყრის თავს. სიწმინდეებს, ყოველწლიურად, მილიონობით ადმიანი ეხება და კოცნის. კორონავირუსთან დაკავშირებით მეჩეთებში კარანტინი გამოცხადებული არ არის.

მანამდე, ირანელი აქტივისტი, ჰამედ ჯალალი ქაშანი, რომელიც აცხადებდა, რომ კორონავირუსი ხალხის დასაშინებლად მოგონილი ტყუილი იყო, რათა ისინი 21 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებზე არ გამოცხადებულიყვნენ, ახალი CIVID-19-ით 28 თებერვალს გარდაიცვალა. დაავადებამდე ის ხუმრობდა კიდეც და აცხადებდა, რომ დაინფიცირება უნდოდა, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ კორონავირუსი გამოგონილი სატყუარა იყო.

ირანი, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ, სახიფათო ქვეყნების სამეულში შედის. ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით 593 პირი დაავადდა. გამოვლენილია ვირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევა, მათ შორის რამდენიმე პირი ხელისუფლების წარმომადგენელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system