თავში

ირანელი გენერლის დაკრძალვა გადაიდო

ირანელი გენერლის დაკრძალვა გადაიდო
ირანელი გენერლის დაკრძალვა გადაიდო

ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციისას მოკლული ირანელი გენერლის, ქასემ სულეიმანის დაკრძალვა გადაიდო. მიზეზად ირანის ხელისუფლება სამგლოვიარო ცერემონიალზე მისული ადამიანების დიდ რაოდენობას ასახელებს.

სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, სამგლოვიარო პროცესიაზე ჭყლეტვაში 40 ადამიანი დაიღუპა, 200 დაშავდა.

ქალაქ ქერმანში მიმდინარე დაკრძალვის ცერემონიაზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

როგორც გენერლის დაკრძალვის ცერემონიალის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, სულეიმანს დღეს აღარ დაასაფლავებენ. დაკრძალვის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system