თავში

ირანელი უფლებადამცველი 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ირანელი უფლებადამცველი 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ საავადმყოფოში გა
ირანელი უფლებადამცველი 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ირანში მსჯავრდებული ქალთა უფლებების დამცველი ნასრინ სოტუდე, ციხეში 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ, თეირანის საავადმყოფოში მოათავსეს. 57 წლის აქტივისტმა წონა დაკარგა და დასუსტებულია.

"ყველაფერი ძალიან რთულად არის. ციხის ადმინისტრაცია თანამშრომლობაზე უარს ამბობს", - აცხადებს სოტუდეს მეუღლე. მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ ოჯახს სოტუდეს საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ არ შეატყობინა და მათ, ამის შესახებ სხვა პატიმრების ახლობლებისგან შეიტყვეს. 

ნასრინ სოტუდემ შიმშილობით ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრების კორონავირუსისაგან დაცვის სუსტი მექანიზმი გააპროტესტა. 

ინფექციის გავრცელების საშიშროების გამო, ირანის ხელმძღვანელობამ ციხეებიდან თითქმის 90 000 პატიმარი დროებით გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება არ ეხებოდა პოლიტპატიმრებს.

ცნობისთვის, ნასრინ სოტუდეს სახელი კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ ირანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იურისტი, ოპოზიონერ აქტივისტებს, სიკვდილმისჯილებს და იმ ქალებს იცავს, რომლებიც ჰიჯაბის იძულებით ტარებას ეწინააღმდეგებიან.

2018 წლის ივნისში 55 წლის უფლებადამცველი ისევ დააპატიმრეს და თეირანში, ევინის ქალთა ციხეში ჩასვეს. 2019 წლის გაზაფხულზე სასამართლომ იგი “პროსტიტუციის ხელშეწყობაში”, “ცოდვის ღიად ჩადენასა” და სხვა დანაშაულებების ჩადენაში დამნაშავედ ცნო და ირანის კანონმდებლობის შესაბამისად, უმკაცრესი სასჯელიც შეუფარდა – 33 წელი პატიმრობა და 148 როზგი.

ევროპის პარლამენტმა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ნასრინ სოტუდეს აკადემიკოს სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system