თავში

ირანი-ავღანეთის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა

ირანი-ავღანეთის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა
ირანი-ავღანეთის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა

ირანისა და ავღანეთის საზღვართან საწვავით დატვირთული ტანკერი აფეთქდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, ჰერათის პროვინციაში 60 ადამიანი დაშავდა.  

გამოცემის ცნობით, სასაზღვრო პუნქტთან ერთმანეთის მიყოლებით ორი აფეთქება მოხდა, რომელიც ისეთი ძლიერი იყო, რომ NASA-ს თანამგზავრებმა ის კოსმოსიდან დააფიქსირეს. 

პირველი აფეთქება ავღანეთის დროით 13:10 საათზე მოხდა, ხოლო მომდევნო ნახევარი საათის შემდეგ, ადგილობრივი დროით 13:42 საათზე.

ჰერათის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის დროს 500-მდე ავტომობილი დაიწვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system